ახალი ამბები

თბილისში „ვითიბი“ ბანკის გაქურდვა სცადეს – შსს

26 ივლისი, 2021 • 951
თბილისში „ვითიბი“ ბანკის გაქურდვა სცადეს – შსს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „ვითიბი ბანკის“ გაქურდვა სცადეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყება ამბობს, რომ არავინ დაშავებულა და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დამატებითი დეტალები, მათ შორის, დაკავებებზე, ჯერ ცნობილი არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე(მუქარა) და 19 177-ე (ქურდობის მცდელობა) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი