ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი მეოცე საუკუნეში მომხდარი ებრაელი ხალხის გენოციდის – ჰოლოკოსტის შესახებ ხუმრობის გამო გაათავისუფლეს.
ოლიმპიადის დირექტორის, სეიკო ჰაშიმოტოს განცხადებით, კენტარო კობაიაში მონაწილეობდა 1998 წელს გადაღებულ ვიდეოკლიპში, სადაც იგი ებრაელთა გენოციდის შესახებ ხუმრობდა.
aljazeera-ს ცნობით, თავად კობაიშის განცხადებით, იგი ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.
მანამდე ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის დატოვება გახსნის ცერემონიის კომპოზიტორს მოუწია წარსულში ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების გამო. კიდევ უფრო ადრე, თებერვალში გადადგომა მოუწია იმ დროს ოლიმპიადის დირექტორს, იოშირო მორის, რომელმაც სექსისტური განცხადებები გააკეთა. ერთი თვის შემდეგ, მარტში თანამდებობა დატოვა ოლიმპიადის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რომელმაც ერთ-ერთი არტისტი დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია.