ახალი ამბები

ვის და რატომ ასაჩუქრებს პრეზიდენტი

29 ივლისი, 2010 • 1067
ვის და რატომ ასაჩუქრებს პრეზიდენტი

სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტმა ვერ მიიღო პრეზიდენტისგან პასუხი კითხვაზე, რა ნიშნით გამოარჩია სააკაშვილმა ის ადამიანები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში, სიმბოლურ ან მიზერულ ფასად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.

ჟურნალისტურ გამოძიებაში სახელწოდებით ”პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები”,  მოთხრობილია რამდენიმე ფაქტზე, როცა პრეზიდენტმა, პირდაპირი განკარგვის წესით,  სხვადასხვა პირს და დაწესებულებას გადასცა ქონება.  მათ შორის არიან მოსამართლეები, ინგა გრიგოლიას მამა, ტელეკომპანია ”ალანია”.

ფილმში იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.

ფილმის  პრეზენტაცია დღეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა. სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით აკეთებს სტუდია “მონიტორი” ჟურნალისტურ გამოძიებებს.

ნეტგაზეთზე დღესვე განთავსდება ”მონიტორის” აღნიშნული ფილმი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი