ნეტგაზეთი | “ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კალაძე იქნება “ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კალაძე იქნება – Netgazeti
Batumelebi | RU

“ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კალაძე იქნება

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა. კალაძის დასახელება “მთაწმინდის პარკში” გაიმართა.

მერად წარდგენისას კალაძემ თქვა, რომ სურს პოლიტიკაშიც ისეთივე კვალი დატოვო, როგორც ქართულ ფეხბურთში დატოვა.

„რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის – არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის პრეზენტაციის პარალელურად კი ჟურნალისტების და აქტივისტების აქცია იმართება. აქციის მონაწილე ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოებით ხვდებიან.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან ერთად აქტივისტებს საპროტესტო ბანერი აქვთ გაშლილი, წარწერით “დაისაჯონ მოძალადეები”. ისინი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების დასჯას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი