ახალი ამბები

შსს-მ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

20 ივლისი, 2021 • 924
შსს-მ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ დააკავა 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 პირი.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ი.წ-მ რუსთაველის გამზირზე “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

“ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს.

ამავე ფაქტზე სამართალდამცველებმა 14 ივლისს 2 პირი დააკავეს -,1988 წელს დაბადებული ვ.ბ. ხოლო 17 ივლისს- 1997 წელს დაბადებული ნ.გ. ბრალდებულებმა “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს განცხადებით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 22 პირი;
  •  “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი