ახალი ამბები

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს

19 ივლისი, 2021 • 1138
“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს

ხვალ, 20 ივლისს, “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. წარდგენა 20:00 საათზე მთაწმინდის პარკში, “ფუნიკულიორის” მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

პარტიას ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშვებული შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, თუ ამ არჩევნებზე მმართველი პარტია ხმათა 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი