ნეტგაზეთი | ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების გამო აშშ-ში ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ – “ოცნება” ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების გამო აშშ-ში ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ – “ოცნება” – Netgazeti
Batumelebi | RU

ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების გამო აშშ-ში ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ – “ოცნება”

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აშშ-ის სტრუქტურებს “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების” გამო ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერების, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“ოცნების” ლიდერებმა განცხადება დღეს, 16 ივლისს, მას შემდეგ გაავრცელეს, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

“ოცნების” ლიდერების თქმით, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

“ამ ფონზე შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება”, – აცხადებენ “ოცნების” ლიდერები.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტოტონი ბლინკენი ეხმაურება საქართველოში უზენაეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას.

ის წერს, რომ აშშ ღრმად შემაშფოთებელია კანდიდატთა ამ სიის დანიშვნით და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – წერს ბლინკენი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი