ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიაში უკრაინა დაამატონ, წერს „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი რიკარდ ოიზვიაკი.
რას წარმოადგენს უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია
კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირმა დაკეტა საზღვრები მესამე ქვეყნების (ანუ, გაერთიანებაში არშემავალი სახელმწიფოებისთვის) მოქალაქეებისთვის არააუცილებელი ვიზიტებისვის, თუმცა შექმნა მექანიზმი ამ შეზღუდვის მოხსნისთვის, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, ვირუსის გავრცელების შეკავების შესაძლებლობაზე და ამ ქვეყნის პოლიტიკაზე ევროკავშირის მოქალაქეებთან მიმართებაში.
ამჟამინდელ სიაში სხვა ქვეყნებთან ერთად ასევე არიან სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
2020 წლის ივნისიდან ამ სიაში საქართველოც იყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემდეგ, 22 ოქტომბერს საქართველო სიიდან ამოიღეს.