ახალი ამბები

პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა

12 ივლისი, 2021 • 1229
პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა

საქართველოს პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მანამდე სხდომათა დარბაზში მიმდინარე დაპირისპირების გამო ვერ იწყებოდა.

დღეს უზენაეს სასამართლოში დაინიშნენ:

  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ლაშა ქოჩიაშვილი
  • ლევან თევზაძე
  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სამ კანდიდატს:

  • ეკა ზარნაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”. თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი