ახალი ამბები

ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონს ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი

10 ივლისი, 2021 • 1232
ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონს ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს: აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 ივლისს განაცხადა.

ღარიბაშვილი საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე იმყოფებოდა.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტოს სრულდება. პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, თამაშები გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი