ახალი ამბები

ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირმა სცადა გასვლა – naec

6 ივლისი, 2021 • 2253
ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირმა სცადა გასვლა – naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის [naec] ინფორმაციით, აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირმა სცადა გამოცდაზე გასვლა.

როგორც უწყება წერს, შემთხვევა დღეს, 6 ივლისს ინგლისური და რუსული ენების გამოცდის დროს მოხდა. მათივე თქმით, პირმა გამოცდაზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, აბიტურიენტი კი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.

როგორც naec აცხადებს, დღეს გამოცდაზე აბიტურიენტთა 92% გამოცხადდა, 100-ზე მეტ აბიტურიენტს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გამოცდებს მოგვიანებით ჩააბარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი