ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი სასაზღვრო ინციდენტში აზერბაიჯანს ადანაშაულებს, ბაქო უარყოფს

6 ივლისი, 2021 • 1233
სომხეთი სასაზღვრო ინციდენტში აზერბაიჯანს ადანაშაულებს, ბაქო უარყოფს

სომხური მხარის განცხადებით, გეღარქუნიქის რაიონში “აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციით გამოწვეული ორმხრივი ცეცხლის შედეგად დაიჭრა ერთი სომეხი ჯარისკაცი”.

ინფორმაციას სომხური News.am ავრცელებს.

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარეს დაიჭრა ორი ჯარისკაცი.

ორმხრივი სროლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანული მხარე.

“სომხური მხარის მიერ სასაზღვრო ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ ძალებს არ გაუხსნია ცეცხლი. სამხედრო პერსონალს შორის არ არიან დაჭრილები.

თუ სომხური შეიარაღებული ძალების რიგებში არიან დაჭრილები ან დაღუპულები, ეს შესაძლოა მომხდარიყო მხოლოდ მათ შორისვე მომხდარი ინციდენტის შედეგად”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის პერიოდულად ხდება დაპირისპირება, რაც მესაზღვრეებს შორის ხელჩართულ ჩხუბებსა და ორმხრივ სროლებში გამოიხატება.

მხარეები ვერ თანხმდებიან, თუ კონკრეტულად სად გადის სახელმწიფო საზღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი