ახალი ამბები

ადამიანების ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ ვერ შეასრულა – ბუჩუკური

5 ივლისი, 2021 • 928
ადამიანების ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ ვერ შეასრულა – ბუჩუკური

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და ადამიანები ძალადობისგან ვერ დაიცვა.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ რაც შეიძლება დროულად დაისაჯოს თითოეული მოძალადე.

“ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, არ არის ერთი რომელიმე ჯგუფის პრობლემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პრობლემა, ვინაიდან ეს აზიანებს სახელმწიფოს. შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. დემოკრატიის მარტივი ლოგიკაა… ცალკე უდიდესი პრობლემაა მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე…

ახლა მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე – რაც შეიძლება დროულად აღიკვეთოს ძალადობა და რაც შეიძლება დროულად დაისაჯოს თითოეული მოძალადე! ფაქტია, რომ ადამიანების ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ვერ შეასრულა…” ,- წერს ბუჩუკური.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 37 წარმომადგენელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი