ახალი ამბები

გოჩა აფრასიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა

3 ივლისი, 2021 • 1078
გოჩა აფრასიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა

გოჩა აფრასიძეს, რომელიც “ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს, სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

ის საპატიმროს ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 30 ივნისს მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებდნენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მომხდარს ასახავს, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე ტელეკომპანია “პირველის” ჯგუფს, ჟურნალისტს კი მიკროფონის ღრუბელს ესვრის. კონფლიქტში ტვ “პირველის” თქმით, ასევე მონაწილეობდნენ თავად გამგებელი და სხვა მოქალაქეები.

შსს-ს განცხადების თანახმად, მომხდარს იძიებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის და 154-ე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი