ახალი ამბები

შვეიცარიელ ფანს ცნობილი მიმიდან „ვაქცინაციის ინფლუენსერობას“ სთავაზობენ

1 ივლისი, 2021 • 1579
შვეიცარიელ ფანს ცნობილი მიმიდან „ვაქცინაციის ინფლუენსერობას“ სთავაზობენ

შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი, 28 წლის ლუკა ლუტენბახი კომპანიების და შვეიცარიის ჯანდაცვის უწყების ყურადღების ქვეშ მოექცა — კომპანიები მას სხვადასხვა საჩუქრებს უკეთებენ, ხოლო ჯანდაცვის უწყება „ვაქცინაციის ინფლუენსერობას“ სთავაზობს, იუწყება შვეიცარიული გამოცემა „ბლიკი“.

ლუტენბახი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინტერეტში შევეიცარია – საფრანგეთის საფეხბურთო მატჩისას მისი რეაქციის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. პირველ ფოტოზე შვეიცარიის ნაკრები მარცხდებოდა, ხოლო მეორე ფოტოზე ლუტენბახი მატჩის ბოლო წუთზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, საფრანგეთთან ანგარიშის გათანაბრებას ზეიმობს.

საბოლოო ჯამში შვეიცარიამ ფავორიტ საფრანგეთს ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია.

ლუტენბახს და მის რეაქციებს ტელეკამერები იღებდნენ. მატჩის შემდეგ იგი სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული გახლდა. კომპანიები ფოტოებს სარეკლამო მიზნებისთვის იყენებდნენ. ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ მას სანქტ-პეტერბურგში, 1/4 ფინალის მატჩზე დასასწრები ავიაბილეთიც აჩუქა.

„რედ ბულისგან“ იგი ენერგეტიკულ სასმელს მიიღებს საჩუქრად, ხოლო „შვეიცარიის ტურიზმმა“ მას დასასვენებლად საგზურით უზრუნველყოფაც შესთავაზა.

გარდა ამ ყველაფრისა, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურმა სამართველომ ლუტენბახს „ვაქცინაციის ინფლუენსერობაც“ შესთავაზა. როგორც „ბლიკი“ წერს, ეს განპირობებულია კაცებში ვაქცინაციის საშუალო დონის სურვილით. ფეხბურთის გულშემატკივარი ამ შეთავაზებას დათანხმდა.

რაც შეეხება სხვა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობას, ლუტენბახს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული — ამჟამად ის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალზე ფიქრობს, სადაც შვეიცარიის ნაკრები ესპანეთს დაუპისპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი