ახალი ამბები

დეპუტატების ნაწილი შს მინისტრს პრაიდზე უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს

1 ივლისი, 2021 • 644
დეპუტატების ნაწილი შს მინისტრს პრაიდზე უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ სთხოვეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა პრაიდზე უსაფრთხოების გარანტიებთან არსებულ კითხვებზე საპასუხოდ:

“მე ვისურვებდი, რომ ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად ისე, როგორც შეეფერება ევროპულ ქვეყანას. ქვეყანას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც კანონის წინაშე ყველა დაცული და თანასწორია. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა თანაბრად სარგებლობს კონსტიტუციური უფლებით. მაგრამ, სამწუხაროდ, გვესმის მძიმე მუქარის ტექსტები კონკრეტული ჯგუფებისგან ძალადობის მოწოდებაზე.

ასეთ ვითარებაში ჩვენ დავიბარეთ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იმისთვის, რომ მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და ღირსების მარში, რომ თითოეული ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დღეს ადამიანის უფლებათა კოიმტეტის თავმჯდომარეს და ვთხოვ ჩანიშნოს კომიტეტი და ვითხოვთ დაიცვას მინსიტრმა რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში და დეპუტატებს და პრაიდის ორგანიზატორებს გასცეს პასუხი,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ანა წითლიძემ კი აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება არ აღარსრულებს კონტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანისფესტაციის უფლებას ქვიარ ადამაინებისთვის, თავად, როგორც რიგითი დეპუტატი კოლეგებთან ერთად დაიცავს პრაიდის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას:

“მე მივმართავ საქართველოს ხლეისუფლებას, პრაიდის თითოეული მონაწილის დაცვა ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, რადგან ამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. თუ მათი უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ როგორც მე რიგითი დეპუტატი და ჩემი კოლეგები აუცილებლად მივალთ და დავიცავთ თითოეულ მათგანს. მოვუწოდებთ შს მინისტრს მოვიდეს კომიტეტზე” – აცხადებს დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.