თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს ივლისში, გამომდინარე იქიდან, რომ 1 ივლისიდან მოსახლეობას ელექტროენერგიას თელასის ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის.
“თელმიკო” აცხადებს, რომ აბონენტები:
[checklist]
- 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებენ „თელასისგან“
- 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს კი „თელმიკოსგან“.
[/checklist]
შესაბამისად, მომხმარებელმა ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.
როგორც თელმიკოში აცხადებენ , რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.
“თელმიკო” აცხადებს, რომ თელასის მომხმარებელთა დეპოზიტები, ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.