აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
განცხადება რამსფელდის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა გაავრცელა.
A statement from the family of Donald Rumsfeld: pic.twitter.com/AlKYxVvqgF
— Donald Rumsfeld (@RumsfeldOffice) June 30, 2021
დონალდ რამსფელდი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოზიციას 1975-77 წლებში, პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის დროს და 2001-2006 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას იკავებდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს იგი ავღანეთში და ერაყში შეჭრის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის, 2001, 2003, 2012 და 2016 წლებში. 2001 წლის დეკემბერში მისი ვიზიტისას საფუძველი ჩაეყარა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას”, რომლისთვისაც აშშ-მა 64 მილიონი დოლარი გამოყო. ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონალდ რამსფელდი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.