წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მომხდარს ასახავს, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე ტელეკომპანია “პირველის” ჯგუფს, ჟურნალისტს კი მიკროფონის ღრუბელს ესვრის. კონფლიქტში ტვ “პირველის” თქმით, ასევე მონაწილეობდნენ თავად გამგებელი და სხვა მოქალაქეები. ❗❗❗ … ვრცლად წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს