ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ COVID-19 ჩრდილოკორეაშიც გავრცელდა

30 ივნისი, 2021 •
კიმ ჩენ ინი მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ COVID-19 ჩრდილოკორეაშიც გავრცელდა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, კიმ ჩენ ინმა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები გააკრიტიკა,  რომელთაც  მისი თქმით, Covid-19-ის მართვასთან დაკავშირებით მძიმე შეცდომები დაუშვეს.

როგორც BBC წერს, აღნიშნული განცხადება მიუთითებს ქვეყანაში პანდემიის მხრივ მძიმე ვითარებაზე რამდენადაც, მანამდე ჩრდილოეთ კორეა უარყოფდა ქვეყნის შიგნით კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყანას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზღვრები სრულად ჩაკეტა, თუმცა საერთაშორისო სანქციებმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აქვს დაწესებული საკვების მარაგების დეფიციტი შექმნა და ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.

ქვეყნის ლიდერი, გამოცემის თქმით, მანამდეც აღიარებდა, რომ საკვების მარაგების კუთხით ვითარება დაძაბული იყო და მოქალაქეებს მოუწოდება ყველაზე მძიმე შედეგისთვის მომზადებულიყვნენ.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციითვე დაითხოვეს მმართველი პარტიის რამდენიმე წევრი მათ შორისაა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრიც. აღნიშნული კომიტეტი სულ ხუთო წევრისგანაა დაკომპლექტებული მათ შორის თავად კიმ ჩენ ინისგან.

გამოცემა წერს, რომ ამგვარი განცხადება შესაძლოა ნიშნავდეს კარანტინის სისტემაში ხარვეზს ან ჩინეთის საზღვართან ახალი კორნტრაბანდული სავაჭრო მარშრუტის აღმოჩენას. ამასთან, თავად ფაქტი რომ პოლიტსაბჭოს შეხვედრა პლენარული სესიის გამართვიდან 11 დღეში გაიმართა, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყანაში კოვიდ სიტუაცია მძიმეა.

BBC წერს, რომ საკვების დეფიციტზე ჩრდილოეთ კორეაში საქველმოქმედო ორგანიზაციებიც საუბრობდნენ. ბოლო ცნობების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვეა საკვების ფასები გაიზარდა. ასევე ვრცელდებოდა ცნობები შიმშილით გარდაცვლილთა შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი