ახალი ამბები

უკრაინის სასამართლო რეფორმა გადამწყვეტ ხმას უცხოელ ექსპერტებს აძლევს

30 ივნისი, 2021 • 1358
უკრაინის სასამართლო რეფორმა გადამწყვეტ ხმას უცხოელ ექსპერტებს აძლევს

უკრაინის უმაღლესი რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი სასამართლოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და ამით ევროკავშირის და ვენეციის კომისიის რეკომენდირებული სასამართლო სისტემის რეფორმა დაიწყო.

სასამართლოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისია 2019 წლის შემოდგომიდან არ მუშაობს.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის დაკომპლექტებისას გადამწყვეტ ხმას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც უკრაინას სასამართლო რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში ეხმარებიან. კერძოდ, საკონკურსო კომისია დაკომპლექტდება უკრაინის რადის მიერ შეთავაზებული 3 წევრისგან, რომელიც მოსამართლე ან ყოფილი მოსამართლეა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული 3 წევრისგან. კომისია, რომელმაც უნდა აირჩოს სასამართლოების უმაღლესი ახალი საკვალიფიკაციო კომისია, გადაწყვეტილებას იღებს 2/3-ის შემადგენლობით, საიდანაც 2 უნდა იყსო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის 3 წევრის ხმა, რომელთაგან 2 უცხოელი ექსპერტი იქნება.

ამგვარად, სასამართლოების უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისია დაკომპლექტდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების აზრის გათვალისწინებით, რის შემდეგაც, კომისია ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცედურას დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი