ახალი ამბებიეკონომიკა

მაისში ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

30 ივნისი, 2021 • 1873
მაისში ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5%-ია.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. მათი ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

მასალების გადაბეჭდვის წესი