ახალი ამბები

რუს ვაქცინირებულ ტურისტებს საბერძნეთში შესასვლელად ტესტირების გავლა ორჯერ მოუწევთ

29 ივნისი, 2021 • 1317
რუს ვაქცინირებულ ტურისტებს საბერძნეთში შესასვლელად ტესტირების გავლა ორჯერ მოუწევთ

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსმა ტურისტებმა ჩასვლისას უნდა წარადგინონ გამგზავრებამდე გაკეთებული პი-სი-არ/ანტიგენის ტესტი, ჩასვლისას კი ტესტირების მეორეჯერ გავლა მოუწევთ. ეს შეზღუდვა 30 ივნისიდან იმოქმედებს.

საბერძნეთის მთავრობის ცნობით, ტესტირება სავალდებულოა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა, გავლილი აქვთ თუ არა ვაქცინაციის კურსი.

პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მითსოთაკისის თქმით, ზომების გამკაცრება კორონავირუსის ახალი შტამების აღმოჩენებს უკავშირდება. მისივე განცხადებით, სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაა.

წინა კვირას საბერძნეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ტურისტებს ქვეყანაში შესასვლელად კარანტინის გავლის გარეშე მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხი სჭირდებოდათ.

საბერძნეთმა ტურისტებისთვის შეზღუდვები ჯერ კიდევ მაისში შეამსუბუქა. ევროკავშირის, შენგენის ზონის წევრი და რიგი მესამე ქვეყნების მოქალაქეებს საბერძნეთში შესასვლელად სჭირდებოდათ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ტესტის უარყოფითი პასუხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი