ახალი ამბები

დეგნანი იმედოვნებს, რომ “პრაიდი” მშვიდობიან გარემოში ჩატარდება

29 ივნისი, 2021 • 930
დეგნანი იმედოვნებს, რომ “პრაიდი” მშვიდობიან გარემოში ჩატარდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ლგბტქი თემს საშუალება ექნება, “პრაიდი” მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს.

“საქართველო ადამიანის უფლებებისთვის ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალონ მათი ფუნდამენტური თავისუფლებების — შეკრების და გამოხატვის უფლებების განხორციელებაში.

ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით ისარგებლონ მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები “პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი