ახალი ამბები

ენმ-ის დეპუტატმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

28 ივნისი, 2021 • 1348
ენმ-ის დეპუტატმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების ირგვლივ პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნონა მამულაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.

როგორც მან თქვა, პრემიერის მოხსენებამ საბჭოთა კავშირი გაახსენა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომლის გამოსვლის დროსაც ჩაირთო ჰიმნი, ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, აღნიშნული ჰიმნი კარვებში ჩაერთო.

“ბრავო! ადგილზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს”, — მიმართა ნონა მამულაშილს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნულ პერფორმანსს “პოლიტიკური მდაბიობის უმდაბლესი წერტილი” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი