ახალი ამბები

სწორი იქნებოდა სასამართლოსთვისაც მოესმინათ – მურუსიძე საერთაშორისო პარტნიორებზე

27 ივნისი, 2021 • 889
სწორი იქნებოდა სასამართლოსთვისაც მოესმინათ – მურუსიძე საერთაშორისო პარტნიორებზე

მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან სასამართლო სისტემის შეფასება ისე ხდება, რომ მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ აქვთ. ამის შესახებ მან ”ფორმულასთან” ისაუბრა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პარტნიორები სასამართლო სისტემის შესახებ ინფორმაციას არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და პოლიტიკური პარტიებისგან მიიღებდნენ, არამედ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებსაც მოუსმენდნენ.

“რამდენი დელეგაციაც ჩამოსულა ხოლმე, როდესაც ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ვთქვათ, ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების ყველა შტოს… და საუბრობენ სასამართლო სისტემაზე. სასამართლოში როცა მოდიან მხარეები, სასამართლო ორივე მხარეს უსმენს.  მე არ მინახავს შემთხვევა და არ გამიგია, რომ რაიმე დელეგაცია საქართველოში ჩამოსულიყოს და სასამართლოს თემაზე ყოფილიყოს საუბარი და ვინმეს გამოეთქვას [შეხვედრის] სურვილი.

ჩვენი სურვილია, რომ კლანს, კრიმინალებს რომ გვეძახიან და ა.შ. ეს არასამთავრობოები რომ აწვიდან ინფორმაციას, იქნებ ვინმე დაინტერესდეს, მოდი, მეორე მხარესაც მოვუსმენ, იქნებ ამის არგუმენტი აქვთ და შეიძლება რასაც იძახიან, ეს მართალი არ არის. სწორი იქნებოდა ორივე მხარისთვის მოესმინათ. როდესაც სასამართლოს ეხება თემა, ასევე კარგი იქნებოდა, რომ სასამართლოსაც შეხვდეს დაინტერესებული პირი და მისგანაც მიიღოს ინფორმაცია”, – განაცადა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძის თქმით, მოსამართლეების მოთხოვნაა, რომ სასამართლოს “განდეგილივით” ნუ ექცევიან.

“სასამართლო თვლის, რომ მისი იგნორირება ხდება და ეს ძალიან აწუხებს მოსამართლეებს. ჩვენც გვინდა, რომ რა პრეტენზიებიც აქვთ ჩვენთან მიმართებაში, ამაზე გავცეთ პასუხი[…] ვთქვათ, არასამთავრობოები იძახიან ამას და ამას… ვთქვათ, რატომ არის კლანი, ჩამოთვალეს 4-5 საქმე, ამ საქმეებზე პასუხები გვაქვს ჩვენ, მაგრამ არავინ ამას არ ისმენს[…]

ამიტომ, არის ახლა, რომ ვიკრიბებით, გვაწუხებს და ქვეყანასაც უნდა აწუხებდეს, რომ წლების განმავლობაში სასამართლოს დისკრედიტაციას მიმდინარეობს. რას ვითხოვთ, განდეგილებივით ნუ ექცევიან სასამართლოს. მარტო არასამთავრობო სექტორი რასაც იტყვის, ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი 100% -ით მართალია. შეიძლება რაღაცაში მართალი არიან, რაღაცაში ტყუიან. ზოგადად, სამართლიანობა თუ უნდა დავიცვათ, ორივე მხარეს უნდა მოვუსმინოთ”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი