ახალი ამბები

იმერეთში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25 ივნისი, 2021 • 1313
იმერეთში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმერეთში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებული 65 წლის კაცია, მისი მსხვერპლი კი მეზობლის 8 წლამდე გოგო, რომელმაც ძალადობის შესახებ დედას უთხრა.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი