ახალი ამბები

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

25 ივნისი, 2021 •
მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

ქართველი მხატვრი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო წერს, რომ ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო, რომლის გამოფენებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც იმართებოდა.

“სხვადასხვა წლებში მხატვრის პერსონალური გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, საგამოფენო სივრცეებში. ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში,” — აცხადებენ სამინისტროში. ის ასევე იყო რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი