ახალი ამბები

“ქართული ხმების” წევრი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

23 ივნისი, 2021 •
“ქართული ხმების” წევრი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

“ქართული ხმების” წევრი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მომღერალი რაჭაში ხევთან ფეხით მიდიოდა რა დროსაც ნიადაგი ჩავარდა.

ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთვნენ სამაშველო ღონისძიებაში.

“ხევიდან ამოიყვანეს პიროვნება, რომლის გარდაცვალების ფაქტიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაადასტურა”, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი