გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
სააგენტოს განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში კი ჰაერის ტემპერატურა 31, 36 გრადუსს მიაღწევს.
ამასთან, 24 ივნისიდან პირველ ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.