ახალი ამბები

აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

21 ივნისი, 2021 • 1354
აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გუშინ, 20 ივნისს გაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც აბასთუმნის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ნეტგაზეთთან განმარტა, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში თავდაპირველად ცეცხლი სხვენში გაჩნდა, შემდეგ კი შენობის შიდა სივრცეში გავრცელდა. შენობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლი გუშინვე ჩააქრეს.

დამატებითი დეტალების გასარკვევად ნეტგაზეთი ადიგენის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მითითებულ ნომერზე არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი