ახალი ამბები

კახეთში, შირაქის მინდვრებში ნათესები დაიწვა

21 ივნისი, 2021 • 5495
კახეთში, შირაქის მინდვრებში ნათესები დაიწვა

კახეთში, შირაქის მინდვრებში ნათესები დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ეკიდა რამდენიმე ფერმერის მიწას, სადაც ქერისა და ხორბლის მოსავლის ნაწილი ჯერჯერობით აღებული არ იყო.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობია დამწვარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი