ახალი ამბები

მედია: რუსეთში სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 9 ადამიანი

19 ივნისი, 2021 • 1646
მედია: რუსეთში სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 9 ადამიანი

რუსეთში, კემეროვოს ოლქში თვითმფრინავი, სასწავლო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და გადატრიალდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებების გამო გარდაიცვალა 9 ადამიანი. თუმცა, ეს რიცხვი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

თვითმფრინავი  L-410 სასწავლო იყო, ბორტზე 17 პარაშუტისტი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. როგორც  რუსული Tass   წერს, გარდაცვლილებს შორის 7 პარაშუტისტია, 2 კი ინსტრუქტორი. არიან დაშავებულებიც.

წინასწარი ინფორმაციით, ფრენინსას თვითმფრინავის მარცხენა ძრავა დაიწვა, რის გამოც, პილოტებს თვითმფრინავის ავარიულად დასვეს. თუმცა, ამ დროს თვითმფრინავის მარცხენა ფრთა მიწას წამოედო და გადატრიალდა.

გარეკანი ფოტო: Tass

მასალების გადაბეჭდვის წესი