ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიანიჭეს

18 ივნისი, 2021 • 1285
იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიანიჭეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიენიჭა. სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მინისტრის, რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივაა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ. სიახლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა”, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი