ახალი ამბები

შაორის ტბაში 14 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

18 ივნისი, 2021 • 2219
შაორის ტბაში 14 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაში ცხედარი იპოვეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ნაპოვნია 14 წლის მოზარდის ცხედარი, რომელსაც მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ამბროლაურის მერი რ2-თან ამბობს, რომ ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

რ2-ის ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი