შაორის ტბაში 14 წლის მოზარდს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთთან აცხადებენ, რომ საძიებო-სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი ძალებით არიან ჩართულნი.
ამბროლაურის მერი რ2-თან ამბობს, რომ ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.
რ2-ის ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.