აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა, 2021

რუსული და აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სფეროში წარმოების განვითარების მიზნით, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი “არმია-2021” 26 აგვისტოდან აფხაზეთში, გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართება.

ოფიციალური ცნობით, სამხედრო ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო დანადგარები, სარაკეტო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები იქნება წარმოდგენილი.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ათასობით სამხედრო პირი მსახურობს.