ახალი ამბები

პუტინს ჟენევაში აქციებით ხვდებიან [ფოტო]

16 ივნისი, 2021 •
პუტინს ჟენევაში აქციებით ხვდებიან [ფოტო]

რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა ჟენევაში პუტინისა და ბაიდენის შეხვედრამდე აქცია გამართა და ალექსეი ნავალნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პუტინის ნიღბები და ბანერები, წარწერით “გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები”, “გადაარჩინეთ ნავალნი”. გარდა ამისა, AP აცხადებს, რომ სამიტის წინ ქალაქში გამოჩნდა ნავალნის გამოსახულებიანი გრაფიტები, წარწერით “თანამედროვეობის გმირი”.

როგორც გამოცემა წერს, ბაიდენმა და პუტინმა შეხვედრის ფარგლებში უკრაინის საკითხი უნდა განიხილონ. ასევე, აშშ-ის განცხადებით, ქვეყნის ლიდერი დააყენებს რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხს, მათ შორის რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საქმესაც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი