თბილისის მერია ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობების გუნდებსა და კლუბებს დააფინანსებს.
როგორც დღეს, 16 ივნისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი.
„აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა და შშმ პირთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი. ამ გუნდებიდან პირველ ადგილზე გასული მიიღებს 10 000 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი – 8000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული – 5000 ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.