ახალი ამბები

გერმანია-საფრანგეთის მატჩზე აქტივისტი პარაპლანით დაეშვა [ვიდეო]

16 ივნისი, 2021 • 2917
გერმანია-საფრანგეთის მატჩზე აქტივისტი პარაპლანით დაეშვა [ვიდეო]

ევროპის ჩემპიოპნატზე გერმანია-საფრანგეთის მატჩის დაწყებამდე რამდნეიმე წუთით ადრე აქტივისტი პარაპლანით საფეხბურთო მოედანზე დაეშვა.  გარემოს დამცველი ორგანიზაციის, Greenpeace-ის აქტივისტი დაშვებისას დაშავდა და მოედნიდან ექიმებმა გაიყვანეს.

როგორც The Guardian წერს, გუნდები უკვე მატჩს იწყებდნენ, რა დროსაც Allianz Arena-ის თავზე პარაპლანი შენიშნეს, რომელმაც გადამღებ სისტემასთან შეჯახების შედეგად კონტროლი დაკარგა და კინაღამ სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებში ჩავარდა.

საბოლოოდ, პირი, რომლის ვინაობაც ცნობილი არ არის, მოედანზე დაეშვა. სტადიონიდან გაყვანის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა. როგორც Bild წერს, გარდა ევროპის ჩემპიონატის პროტოკოლისა, აღნიშნულმა პირმა დაარღვია შეზღუდვა, რომელიც Allianz Arena-ს თავზე ფრენას კრძალავს.

გამოცემა წერს, რომ პროტესტი ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას, Volkswagen-ს ეხებოდა, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი სპონსორია.

ინციდენტის მიუხედავად შეხვედრა დაგეგმილ დროს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი