„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიაში ორთოპედიული მიმართულებით მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი.
კომპანია მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორებს, ორთოპედიული ბალიშებს, წელის კორსეტებსა და ქამრებს სთავაზობს. ორთოპედიული საშუალებები,ძირითადად, ადამიანის საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დეფორმირებისა და დაზიანებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს გამოიყენება.
“ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები
„ახალი ხედვა“ ორთოპედიული პროდუქტების ყველაზე დიდი მაღაზიაა,აქ მაღალი ხარისხის პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი.
კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris–ის, Morsa-ს Cyberg-ის , Tipsan-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. სამედიცინო საშუალებები თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც, იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.
როგორც აღვნიშნეთ, ორთოპედიული მაღაზია „ახალი ხედვა“ სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილ ფიქსატორებს, ბალიშებს, წელის კორსეტებსა და ქამრებს აერთიანებს.
- ფიქსატორები ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და მათი დანიშნულებაა, სახსრის მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდოს.
- ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას,წელის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას,დასაჯდომი ბალიში კი სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს.
- წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი, კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ–ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.
პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ”ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ, კომპანიის ვებ–გვერდზე. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი ფოსტით აგზავნიან შეკვეთას. თუ კონსულტაცია გჭირდებათ, დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.