დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიკსენი ფინეთთან საფეხბურთო მატჩისას, შეუძლოდ გახდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
უცხოური მედიის ცნობით, ერიკსონი პირველი ტაიმის დასრულებისას გახდა ცუდად. ტრენერი და სამედიცინო გუნდი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. სტადიონიდან გაყვანის მომეტში კი 29 წლის ფეხბურთელი გონზე იყო.
ამ დროისთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შემთხვევის შემდეგ დანია-ფინეთს შორის საფეხბურთო მატჩი შეწყდა.







