ახალი ამბები

შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შემოვიდა

11 ივნისი, 2021 • 1561
შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შემოვიდა

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Laboon (DDG-58) შავ ზღვაში შემოვიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი ავრცელებს.

ნაღმოსანი შავ ზღვაში საზვღაო უსაფრთხოების ოპერაციების შესასრულებლად შემოვიდა.

როგორც ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საზღვაო ძალები ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად მოქმედებს შავ ზღვაში.

შავი ზღვის აკვატორიაში იმ ქვეყნების სამხედრო გემების შემოსვლას, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი შავ ზღვაზე, არეგულირებს მონტროს კონვენცია. ამ შემთხვევაში, რეგიონის არაწევრმა ქვეყნებმა თურქეთს წინასწარ უნდა აცვნობონ შავ ზღვაში საკუთარი გემების შემოსვლის შესახებ.

ფოტო გარეკანზე: აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი