ახალი ამბები

პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო

11 ივნისი, 2021 •
პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია ეხება სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს:

  • 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილი — 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა და 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).
  • 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით — გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ამასთან, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

პარლამენტს ორი მოსმენით მიღებული აქვს “ამნისტიის შესახებ” “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი