ახალი ამბები

მოგვმართა პედაგოგმა, რომლის თქმითაც მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან – სტრატეგია აღმაშენებელი

10 ივნისი, 2021 • 1027
მოგვმართა პედაგოგმა, რომლის თქმითაც მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან – სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, მათ მიმართა პედაგოგმა, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით ემუქრებიან და დევნიან.

პედაგოგის თქმით, ამის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ფიქრობს სუიციდზე.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას წერილით მიმართა.

ნანა ტოხვაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მიმართა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მოქალაქე სუიციდის მცდელობას გეგმავს

„საყურადღებოა, რომ პედაგოგი აღნიშნავს მის პოლიტიკურა დევნილობაზე. ის გაათავისუფლეს და გამოაძევეს სასწავლო დაწესებულებიდან, რის გამოც არის სუიციდის ზღვარზე და აცხადებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისგან იყო დევნის მსხვერპლი, იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს და ჰქონდა შეგრძნება, რომ მას ავიწროებდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, რომ დავიცვათ ეს ადამიანი.

მივმართეთ შესაბამის ორგანოს წერილით, რათა მოხდეს ამ პიროვნების გადარჩენა და მის მიმართ შეწყდეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შევიწროება და უფლებების დარღვევა. ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ გვიკვირს ადამიანების მიმართ მუქარის შემცველი წერილები, მათი შევიწროება და უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით კი მასწავლებლების, დირექტორების მიმართ, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო იდებნებიან“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი