ახალი ამბები

ამერიკა 92 ქვეყანას ფაიზერის 500 მილიონ დოზას აჩუქებს – Reuters

9 ივნისი, 2021 • 1618
ამერიკა 92 ქვეყანას ფაიზერის 500 მილიონ დოზას აჩუქებს – Reuters

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ 100-მდე ქვეყანას მომდევნო ორი წლის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის 500 მილიონი დოზა გადასცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის თანახმად, ვაშინგტონი ვაქცინების 200 მილიონ დოზას ამავე წელს გადასცემს შერჩეულ ქვეყნებს, ხოლო მომდევნო 300 მილიონ დოზას – 2022 წლის განმავლობაში.

“ვაქცინები გადაეცემა დაბალი შემოსავლების მქონე 92 ქვეყანასა და აფრიკულ კავშირს”, – აცხადებენ წყაროები.

Reuters-ის წყაროების თანახმად, ვაქცინების გადაცემა მოხდება COVAX პლატფორმის მეშვეობით. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნულის შესახებ დამატებით G7-ს სამიტზე განაცხადებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი