ახალი ამბები

ენმ-ის წინააღმდეგ “სირცხვილის კორიდორი” არ შედგა

8 ივნისი, 2021 • 1000
ენმ-ის წინააღმდეგ “სირცხვილის კორიდორი” არ შედგა

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ენმ-ს დილიდან პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან,”სირცხვილის კორიდორის” მოსაწყობად ელოდებოდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში მისვლის წინ დაიშალნენ.

აქციის მონაწილეები ინფორმირებული იყვნენ, რომ ენმ-ის წევრები პარტიის ოფისიდან წამოვიდნენ და პარლამენტში რამდენიმე წუთში მივიდოდნენ, თუმცა თქვეს, რომ აღარ სურთ პოლემიკაში შესვლა.

“ახალგაზრდები დილიდან შევიკრიბეთ პარლამენტის შენობასთან, ვაპროტესტებდით პუფებად წოდებულ “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას. ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პარტიას. პირადად მე და ჩემმა მეგობარმა გუშინ გავაკეთეთ “ფეისბუქ ივენთი” და მოჰყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება. იქ იყვნენ ვიღაცები, პარტიის წევრები ახალგაზრდულიდან თუ “ნაციონალური მოძრაობიდან”. ეგ უკვე ჩვენთან შეხებაში არანაირად არ იყო. პირიქით, ძალიან კარგია, თუ ახალგაზრდები ჩვენს აზრზე იქნებიან და შემოგვიერთდებიან. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, ჩვენ ვტოვებთ ტერიტორიას იმიტომ, რომ მაგათთან არ შევდივართ აღარანაირ პოლემიკაში. ისინი არიან მიშას მონები და არა მარტო პუფები, არამედ ლაჩრები არიან, რადგან დღეს დილიდანვე აქ ველოდებოდით და მათ გამბედაობა არ ეყოთ, მოსულიყვნენ და გაეცათ ჩვენს კითხვებზე პასუხები”,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნინი მეფარიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არ გამოჩენილან. ისინი შენობაში ჭიჭინაძის ქუჩიდან შევიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი