ახალი ამბები

ლარი დოლართან თითქმის 8 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გაუფასურდა

7 ივნისი, 2021 • 2440
ლარი დოლართან თითქმის 8 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გაუფასურდა

რამდენიმედღიანი მკვეთრი გამყარების შემდეგ, დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 7.78 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ერთი დოლარი 8 ივნისისთვის 3.15 ლარი ეღირება. თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.83 ლარი გახდა.

ლარი ბოლო ერთი თვეა, მყარდება. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში 1 დოლარი 3.44 ლარი ღირდა, ევრო კი — 4.16 ლარი. თუმცა, გასული კვირის დასაწყისიდან ლარი დოლართან და ევროსთან განსაკუთრებული სისწრაფით მყარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი