ახალი ამბები

6 ივნისის საღამოს ნინოწმინდის სოფელ სამებასთან 3 მიწისძვრა მოხდა

6 ივნისი, 2021 • 1250
6 ივნისის საღამოს ნინოწმინდის სოფელ სამებასთან 3 მიწისძვრა მოხდა

6 ივნისს, 20:00 საათიდან 22:00 საათამდე, ნინოწმინდის სოფელ სამებასთან ერთი და იმავე სიმძლავრის 3 მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველად მიწისქვეშა ბიძგები 20:04 საათზე, ნინოწმინდიდან 23 კმ-ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

მეორე, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 წუთის შემდეგ, ნინოწმინდიდან 25 კმ-ში, ასევე სოფელ სამებასთან მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები მესამედ შედარებით გვიან, 21:57 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დმანისიდან 25 კმ-ში და სოფელ სამებიდან 9 კმ-ში იყო, სიმძლავრემ კი კვლავ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, ეს არის ე.წ. სეისმური გუნდი, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში ერთი და იმავე ხარისხის რამდენიმე მიწისძვრა ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი