ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი 6-13 ივნისს თბილისს, ბაქოს და ერევანს ეწვევა

5 ივნისი, 2021 • 1315
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი 6-13 ივნისს თბილისს, ბაქოს და ერევანს ეწვევა

აშშ-ის საელჩო საქართველოში იუწყება, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს იმოგზაურობებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საელჩოს განმარტებით, ვიზიტის მიზანი იქნება, რიკერმა „ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

ანონსის თანახმად, ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა „განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია“.

როგორც საელჩო წერს, სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები.

ფილიპ რიკერი საქართველოში ბოლოს 2020 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს კვალდაკვალ.

მასალების გადაბეჭდვის წესი